კიმ ჩენ ინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების ცერემონიას დაესწრო

კიმ ჩენ ინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების ცერემონიას დაესწრო, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

KCNA-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჯარისკაცები „გმირობისთვის“ შეაქო და აღნიშნა, რომ მისიის ფარგლებში ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა.

Reuters-ი წერს, რომ გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ბრძოლის მიზნით 14 000 ჯარისკაცი გაგზავნა. სამხრეთ კორეული, უკრაინული და დასავლური წყაროების ცნობით, მათგან 6 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს