სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში პატიმრების გათავისუფლებაზე - როდესაც ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე საქართველო

როდესაც ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე

საქართველო, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის მიერ 123 პატიმრის გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

მისი თქმით, საქართველოს მეტი პატიმარი ჰყავს და ასევე, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები.

,,ჩვენ გვყავს მეტი პატიმარი, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები და არ გვყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ სანქციებს, რაც საშუალებას იძლევა ზეწოლისა და სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების!”,- წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს