ირაკლი ყანდაშვილი - მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული

ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის იმედოვნებს, რომ ადვოკატები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ადვოკატთა ასოციაციაში ვირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, მოლოდინი არის პოზიტიური. მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი ადვოკატი მოვა და სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში“ , -განაცხადა ყანდაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. ასოციაციის თავმჯდომარეობის სურვილი სულ 6-მა კანდიდატმა გამოთქვა.

კომისიის 15-მა წევრმა, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, არჩევანი ირაკლი ყანდიაშვილის, გიორგი მარიამიძის, მანუჩარ ჭუმბურიძის, ირაკლი ჩომახაშვილისა, მუხრან ღურწკაიას და ნიკოლოზ კვანტრიშვილს შორის უნდა გააკეთონ.

ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!