ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო გეგმა იყოს სამართლიანი, პირველ რიგში უკრაინისთვის, რადგან ომი რუსეთმა დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო გეგმის ბოლო წინადადებებთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისგან რეაქცია ჯერ არ მიუღია, თუმცა მომლაპარაკებელი ჯგუფის მეშვეობით რამდენიმე მესიჯი უკვე გაიგზავნა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველა სიგნალს ვიღებ და მზად ვიქნები დიალოგისთვის, რომელიც დღეს დაიწყება. დღეს ბერლინში უკრაინელ-ამერიკულ დღეა. რა თქმა უნდა, საღამოს ცალკე შევხვდები (გერმანიის) კანცლერ ფრიდრიხ მერცს და, ალბათ, სხვა ევროპელ ლიდერებსაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ის გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ზელენსკი ერთადერთია, ვისაც არ მოსწონს აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის ვერსია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო გეგმის საბოლოო ვერსია ყველას არ მოეწონება.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერ გეგმის ფორმატში ბევრი კომპრომისია. ჩვენ გეგმის უახლესი კომენტარები და შესწორებები გავუგზავნეთ შეერთებულ შტატებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გეგმა სამართლიანი იყოს, პირველ რიგში უკრაინისთვის, რადგან რუსეთმა დაიწყო ომი. და რაც მთავარია, ის ეფექტური უნდა იყოს, რათა გეგმა ნამდვილად იყოს არა მხოლოდ ქაღალდის ნაჭერი, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის დასრულებისკენ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გეგმა ისეთი იყოს, რომ მისი ხელმოწერის შემდეგ რუსეთს არ შეეძლოს კიდევ ერთი, მესამე აგრესიის წამოწყება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი