ემანუელ მაკრონი - სიდნეიში ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა -  დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ

სიდნეიში, ხანუქას აღსანიშნავად შეკრებილ ოჯახებზე ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საფრანგეთი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულებს, დაშავებულებს და მათ ახლობლებს.

„ვიზიარებთ ავსტრალიელი ხალხის ტკივილს და დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც ყველას გვაზიანებს“, - აცხადებს მაკრონი.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!