ფრიდრიხ მერცი - პუტინის მიზანია ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა - თუ უკრაინა დაეცემა, ის იქ არ შეჩერდება

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და აცხადებს, რომ კრემლის ლიდერის ამბიციები უკრაინაზე არ შეჩერდება.

„ისევე, როგორც სუდეტის ოლქი 1938 წელს საკმარისი არ იყო, პუტინიც არ შეჩერდება“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა იგულისხმა ჩეხოსლოვაკიის ის ნაწილი, რომელიც 1938 წელს მოკავშირეებმა ნაცისტ ლიდერს შეთანხმების საფუძველზე დაუთმეს, თუმცა, ჰიტლერმა, ამის შემდეგ ევროპაში ექსპანსია განაგრძო.

„თუ უკრაინა დაეცემა, ის იქ არ შეჩერდება. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის - და ევროპის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, პუტინის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაა.

„პუტინის მიზანია ევროპაში საზღვრების ფუნდამენტური ცვლილება და ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა მის საზღვრებში“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს