მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ - ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ევროკავშირთან მიმართებაში მიმდინარეობს.

„წლების წინ, ჩვენ მიერ იყო ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, რომ რატომ ვსაუბრობდით ასე პირდაპირ, რაში იყო საქმე. დღეს კიდევ აშკარად გამოჩნდა მთლიანი სურათი არსებული გამოწვევებისა ამ გლობალიზაციის სახით, სადაც ჩვენ წინასწარვე გავაანალიზეთ და მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მომზადებული ყოფილიყო გამოწვევებისთვის, რაც დღეს პრინციპში გამოიკვეთა კიდევაც ევროკავშირთან მიმართებაში, მის ბიუროკრატიის მმართველობასთან, აშშ-სთან ერთგვარ დაპირისპირებასთან და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებული მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ და სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგ ქვეყნებში, ერთმანეთთან დამოკიდებულებებში და ა.შ ამერიკის ადმინისტრაციას, აშშ-ს და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის. ეს ჩვენ რას გვაძლევს, რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს, ყოველთვის ჩვენი მოთხოვნა იყო და აქ უკვე უფრო მეტად გამოიკვეთა ის აზრი, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპის ნაწილი იყოს და იმედოვნებს, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.

„კიდევ კარგად უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებული, ვგულისხმობ გამარჯვებას იმაში, რომ არ დავუშვათ საქართველოში რადიკალური ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნის ჩარევები და ა.შ. ვიყოთ მომართული იმისთვის, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს გავაგრძელოთ განვითარების გზა ეკონომიკური განვითარების, სოციალური, კულტურული, ამაში ვიყოთ მზად საქართველოს მოქალაქეები. პროცესი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვიძლევით მაგალითს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი საკუთარი ეროვნული ინტერესები, საკუთარი ეკონომიკა, საკუთარი მოქალაქეები, საკუთარი კულტურა და ა.შ. და ამ კონტექსტში ჰქონდეს თანაბარი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ეს იქნებიან ჩვენი ახლო მეზობლები, პარტნიორები, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის.

რაც შეეხება ევროკავშირს, ამას მუდმივად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიზისი, მათ აქვთ სხვადასხვა გამოწვევები, იქაც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესები, იმედი გვაქვს, რომ ჰპოვებს განვითარებას, ის რასაც იმსახურებს ევროპა. რისთვისაც გვაქვს ჩვენ ეს მოლოდინი, რომ ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე", – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს