პრემიერი - საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს, დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს.

„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ხანუქას აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნავს პრემიერი.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს. პოლიციის ცნობით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში