ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრებენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. მანამდე კი მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, მოსაზრებებს გაცვლიან.

საბჭო განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას უახლესი მოვლენების გათვალისწინებით.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ჩინეთის საკითხზეც ისაუბრებენ და მინისტრები ევროკავშირისა და ქვეყნის ურთიერთობაზე მოსაზრებებს გაცვლიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს