გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა ქმედებებმა, მისმა დანაშაულებმა და არა ჩვენ

„ნაციონალური მოძრაობა“ არის სამწუხარო წარსული და სამწუხარო წარსულს ვერავინ ვერასდროს დააბრუნებს აწმყოში - საჯარო მტკიცებულებები არსებობს, რომ ასეთი ტიპის პირდაპირი ფაშისტური „პოლიტიკური ორგანიზაცია“ არ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად აიკრძალა თავი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის სამწუხარო წარსული და სამწუხარო წარსულს ვერავინ ვერასდროს დააბრუნებს აწმყოში. საგამოძიებო კომისიამ დავიბარეთ ის ადამიანები, რომლებმაც ასევე გაიხსენეს სამწუხარო წარსული, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაატეხა საქართველოს და საზოგადოებას. ამიტომაც ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, რომ სამართლებრივადაც კი აღარ იყოს და არ არსებობდეს რისკი იმ რეჟიმის გამეორების, რაც შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთდება. საჯარო მტკიცებულებები არსებობს, რომ ასეთი ტიპის პირდაპირი ფაშისტური „პოლიტიკური ორგანიზაცია“ არ უნდა არსებობდეს. ახლა სამწუხარო წარსულმა რაც არ უნდა იფართხალოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობები და მეტი არაფერი. „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა ქმედებებმა, მისმა დანაშაულებმა და არა ჩვენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს.

მანამდე, პარლამენტის 88 წევრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენისა და აკრძალვის საკითხზე მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს