ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა - ის  უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026