მედია - ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შეხვედრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე დაიწყო და მასში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა.

დღესვე ბერლინში ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.

რაც შეეხება ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, მედიის ცნობით, ის ბერლინში კვირას ჩავიდა და დონალდ ტრამპის წარმომადგენლებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკი ევროპელ ლიდერებს დღეს, კიევის დროით 20:00 საათზე შეხვდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!