ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ადვოკატთა ასოციაცია ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ადვოკატთა ასოციაციამ ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნები 14 დეკემბერს ჩაატარა.

„კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა, ხოლო თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება, რომელშიც თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში სულ 126 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის 6 თავმჯდომარეობის პოზიციისთვის იყრიდა კენჭს.

ადვოკატთა ასოციაციამ არჩევნები მაქსიმალური გამჭვირვალობით სრულად ელექტრონულად, აპარატების გამოყენებით ჩაატარა. საარჩევნო პროცესს თავმჯდომარეობის კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 46 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბიულეტენების (მიღებული ხმების) ხელით გადათვლა, საერთო კრებაზე არჩეულმა 15 ადვოკატისგან შემდგარმა, ხმის დამთვლელმა კომისიამ განახორციელა, რითაც დამოწმდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგები, საერთო კრების რეგლამენტის შესაბამისად.

არჩევნების პროცესის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია რაიმე დარღვევას და არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი.

საერთო ჯამში არჩევნებში ასოციაციის 2752-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. თავმჯდომარეობის კანდიდატთა ხმები კი ასე გადანაწილდა:

ირაკლი ყანდაშვილი 1269 ხმა

ირაკლი ჩომახაშვილი 1106 ხმა

მუხრან ღურწკაია 301 ხმა

გიორგი მარიამიძე 8 ხმა

მანუჩარ ჭუმბურიძე 8 ხმა

ნიკოლოზ კვანტრიშვილი 7 ხმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!