The Independent - აშშ-ის დელეგაციას, ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები შედგება - შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა დონალდ ტრამპმა სატელეფონო ფორმატში მიიღოს

აშშ-ის დელეგაციას, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები შედგება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს საღამოს ბერლინში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო ფორმატში მიიღოს.

ასევე, წყაროს თქმით, „უკრაინასა და რუსეთს შორის სადავო საკითხების 90% მოგვარებულია“, თუმცა განსახილველი საკითხები კვლავ რჩება.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, „რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ღიაა“.

„უკრაინისა და ევროპისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც მოიცავს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს. გვჯერა, რომ რუსები, საბოლოო შეთანხმებით, ყველა ამ პუნქტს მიიღებენ“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსები „უკრაინისთვის მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს დათანხმდებიან“.

„ამის წარდგენა სენატის წინაშე უნდა მოხდეს და პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, რომ ეს გააკეთოს“, - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს