საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მარშით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა. ისინი, სიმბოლურად, ანთებული ფანრებით დადგნენ.

მარშის ორგანიზატორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, საქართველოს ბედი აშხაბადში არ უნდა წყდებოდეს. კანცელარიასთან მისვლით აქციის მონაწილეებმა სწორედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტი გააპროტესტეს, სადაც ის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა.

მარში თავისუფლების მეტროსთანაც შეჩერდა, სადაც "ქართული ოცნების" პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ამ დროისთვის საპროტესტო აქცია ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან გრძელდება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა