დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა - თითქოს საქმეები კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ

უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. თითქოს საქმეები კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „ევროპელი ლიდერებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს“.

„მათ ამის დასრულება სურთ. რუსეთს ამის დასრულება სურს, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ უცებ დასრულება აღარ სურთ. უკრაინასაც დასრულება სურს და შემდეგ უცებ აღარ სურთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს