ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობასთან დაკავშირებით ესაუბრა.

ზელენსკის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარში რვა ევროპელი ლიდერი მონაწილეობდა: გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, საფრანგეთისა და ფინეთის პრეზიდენტები, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

„გვქონდა საუბარი, ზოგადი, ყველა ლიდერთან. მანამდე კი ამერიკული გუნდის ბრიფინგი გაიმართა. მე უკრაინული გუნდის სახელით ვისაუბრე და გავუზიარე ჩვენს მიერ განხორციელებული ნაბიჯები და ჩვენი სამომავლო ხედვა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მან ასევე ქვეყანაში ომის დასრულების მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„დღეს და ხვალ დავასრულებთ დოკუმენტებს. შემდეგ, უახლოეს დღეებში, აშშ კონსულტაციებს გამართავს რუსეთთან, რის შემდეგაც ისინი კონსულტაციებს გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტთან და ამის შემდეგ, ჩვენი გუნდები მალე შეხვდებიან აშშ-ში. ვფიქრობ, შესაძლოა ამ შაბათ-კვირასაც კი. ამ შეხვედრის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. განვიხილავთ შეხვედრას ლიდერების დონეზე, აშშ-ის პრეზიდენტთან მაინც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!