შალვა პაპუაშვილი - თვალთმაქცობაა, თითქოს ოპოზიცია სხვადასხვა პარტიითა წარმოდგენილი - სინამდვილეში, ეს არის ერთი დედა პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები

თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტიები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთი დედა პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ეს არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი“.

„დღეს ოპოზიციური ფლანგი „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვამბობთ, რომ თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტიები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთი დედა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები, მათ შორის ესეც გახლავთ გარედან დადგმული ერთ-ერთი სცენარი, გაყოფით და განაწილებით შექმნან იმის აღქმა, თითქოს ოპოზიციაში რაღაც ალტერნატივები არსებობს. სინამდვილეში, არის ერთი დედა პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას ან ე.წ. აქტივისტებს კვებავს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურობის გამოცხადების სარჩელით. ფაქტია, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ეს არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი, რომელსაც დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ოპოზიციის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობაშია ჩართული.

„მასში ჩართული არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში დადიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. უნდათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე გარედან თავდასხმით რაღაცნაირად პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში