მაკა ბოჭორიშვილი - ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ

ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც ჰააგაში იმყოფება და მონაწილეობას იღებს დიპლომატიურ კონფერენციაში, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.

მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და მის მოსახლეობას მიადგა უსამართლო ომის შედეგად.

„საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის შექმნისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომლის განუყოფელი ნაწილიც საჩივრების საერთაშორისო კომისია გახდება,“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მძიმე გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა და რამდენად მაღალი ფასის გადახდა უწევს საზოგადოებას უსამართლობის შედეგად.

„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, იმისათვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფას,“ - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვან რეაგირებაზე.

დიპლომატიურ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალან ბერსე; ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოოფი; უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ; ასევე, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება