დავით მათიკაშვილი - პირველ რიგში, BBC-სგან ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც ეს გაერთიანება შეიქმნა

პირველ რიგში, BBC-სგან ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც ეს გაერთიანება შეიქმნა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან “ერთი მუჭა "ენჯეოებზე" დაყრდნობა არ უნდა მოხდეს და ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი”.

“პირველ რიგში, BBC-სგან ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რის გარშემოც ეს გაერთიანება შეიქმნა. მათი მხრიდან ერთი მუჭა "ენჯეოებზე" დაყრდნობა [არ უნდა მოხდეს], მათგან ქართველი ხალხის პატივისცემას ველოდებით. არ ვიცი, მათი მხრიდან ეს ნაბიჯები რამდენად იქნება გადადგმული, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების შემდეგ იგნორირება და ფეხქვეშ გათელვა იყო, რაც ევროკავშირისგან დავინახეთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროკავშირში საღი აზრი გაიმარჯვებს, რაც ჩვენთვის და მათთვის ხელსაყრელი იქნება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გარდა ამისა, მათიკაშვილმა ისაუბრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟებს.

“მათ ის ხელისუფლება არ სურთ, რომელიც ქართველი ხალხის ნება-სურვილს გამოხატავს. ვიზალიბერალიზაციის საკითხი იმ შანტაჟის ინსტრუმენტია, რისი გამოყენების შემდეგაც მათ არანაირი ბერკეტი აღარ დარჩებათ. იმედია, ამ მიმართულებით ევროკავშირში საღი აზრი იქნება, რადგან ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში ევროკავშირს და მის ინტერესებს, ავტორიტეტს დააზიანებს” - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!