Politico - გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისთვის ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ დონალდ ტრამპია

ევროკავშირის ლიდერების ხუთშაბათის სამიტი იქნება ტესტი, ბლოკი ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებს, თუ დონალდ ტრამპი მის გაყოფას მოახერხებს, - ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერები შეხვედრისთვის ემზადებიან, რათა უკრაინის დაფინანსება განიხილონ და ისინი ამას აშშ-ის მხრიდან უზარმაზარი და უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აკეთებენ.

Politico წერს, რომ ევროპის მთავრობებს შორის არსებული უთანხმოება ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაყინული რუსული აქტივების ქვეყნის აღდგენის დასაფინანსებლად გამოყენებასთან დაკავშირებით, ავლენს კონტინენტზე უფრო ღრმა განხეთქილებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ახალ მსოფლიო წესრიგს და აშშ-ს უპრეცედენტო ზეწოლას.

„მათ ჩვენი დასუსტება სურთ“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.

ამასთან, ბლოკის ოთხმა ოფიციალურმა პირმა Politico-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის მთავრობებს - სულ მცირე მათ, ვისაც ისინი ყველაზე მეგობრულად მიიჩნევენ - უბიძგებენ, რომ უარი თქვან უკრაინის დასაფინანსებლად 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე.

„ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იმობილიზებული ნაღდი ფულის შესახებ, რადგან ბელგია წინააღმდეგი იყო. ორი თვის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ევროკავშირის პრობლემა სინამდვილეში ბელგია კი არა, ტრამპია“, - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისია და ყველაზე გავლენიანი დედაქალაქები ამ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა დაეთანხმებინათ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, რომლის მხარდაჭერაც გადამწყვეტია, რადგან მის ქვეყანაში ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უმეტესობაა განთავსებული, მხარი დაეჭირათ. ბოლო კვირის განმავლობაში დისკუსიები უფრო ინტენსიური გახდა, რადგან ევროკავშირი ბელგიისთვის გარანტიების მიცემას ცდილობდა.

„თუმცა, შეთანხმების მიღწევის შანსები სამშაბათს გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა, ტირილი მინდოდა“, - განაცხადა გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!