ირმა ზავრადაშვილი გიგა ფარულავას - ალბათ, „გახარიული საზოგადოებისთვის“ დადგით ეს კორდებალეტი, მაგრამ უფრო მეტს ველოდებოდი, ვიდრე გააკეთეთ - როდენის პოზაში კი არა, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ და საზოგადოებას ბოდიშს უხდიდეთ

როდენის პოზაში, ამ მკაცრი სახით, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით ხელში „პასტით“ კი არა, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ თქვენს გუნდთან ერთად და ბოდიშს უნდა უხდიდეს საზოგადოებას იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენი ლიდერიანად რუსთაველზე, პარლამენტის წინ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატს გიგა ფარულავას, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობის და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წარადგენს.

ზავრადაშვილის თქმით, ინიციატორებმა კარგად იციან, რომ საგამოძიებომ კომისიას შექმნის შანსი არ აქვს, მაგრამ ამ კორდებალეტს „გახარიული საზოგადოებისთვის დგამენ“.

„რომელი საზოგადოებისთვის დადგით ეს კორდებალეტი, არ ვიცი, ალბათ, უფრო „გახარიული საზოგადოებისთვის“ არის დადგმული ეს სცენა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე თქვენგან უფრო მეტს ველოდებოდი, ვიდრე გააკეთეთ. როდენის პოზაში, ამ მკაცრი სახით, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით ხელში პასტით კი არა, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ თქვენს გუნდთან ერთად და ბოდიშს უნდა უხდიდეს საზოგადოებას იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენი ლიდერიანად რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ამაში არა მარტო ჩვენ გადანაშაულებთ, არამედ საერთაშორისო სასამართლომაც დაგადანაშაულათ. უბრალოდ უხერხულია, თქვენ თვითონ დგამთ სცენებს, თქვენ თვითონ სვამთ კითხვებს და გაურკვეველს ამ საკითხთან მიმართებით, გინდათ პასუხებიც გასცეთ. ისიც კარგად იცით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რისთვის იქმნება, ისიც კარგად იცით, რომ ამ კომისიას, რომელიც თქვენ დააყენეთ, პრაქტიკულად, არ აქვს არსებობის შანსი, მაგრამ პროგახარიული საზოგადოებისთვის მაინც თამაშობთ ამას. ბოდიში მოიხადეთ! სხვა სახით, სხვა მიმიკით, ბოდიში მოუხადეთ დანარჩენ ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რაც გააკეთეთ“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობის და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ინიციატივა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ წარადგინა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა