ალექსანდრ სირსკი - პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლის აღდგენა მოვახერხეთ

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილში, 16 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა მოახერხეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკიმ მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 32-ე შეხვედრაში და ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის არმია არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს, თუმცა მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას ვერ აღწევს.

სირსკის თქმით, უკრაინის არმიამ მოახერხა კუპიანსკიდან ოკუპანტების უკან დახევა და ქალაქის ტერიტორიის თითქმის 90 პროცენტზე კონტროლის დაწესება.

„მტერი პოკროვსკის აღებას 17 თვეზე მეტია ცდილობს. თუმცა, უკრაინული ქვედანაყოფები ხაზს ინარჩუნებენ და ინიციატივას იბრუნებენ. კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 16 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი აღვადგინეთ. ასევე, დავიბრუნეთ 56 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია პოკროვსკის დასავლეთით მდებარე გრიშინოს, კოტლინოსა და უდაჩნოეს დასახლებებში“,- აღნიშნა სირსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს