მედია - ლიეტუვაში მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე 10 000 ადამიანი გამოვიდა

ლიეტუვაში მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე 10 000 ადამიანი გამოვიდა, - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ვილნიუსში, დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა.

„ხელები შორს სიტყვის თავისუფლებისგან“, - სკანდირებდა ხალხი.

სეიმმა გასულ კვირას მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლებიც LRT-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ამარტივებს.

ასევე, მთავრობამ დაჩქარებული პროცედურა მოითხოვა, რათა სეიმმა ცვლილებები შობამდე დაამტკიცოს.

„სოციალ-დემოკრატების“, „ნემანის განთიადისა“ და „ლიეტუველი ფერმერების, მწვანეთა და ქრისტიანული ოჯახების კავშირის“ პარტიების მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში LRT-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება მცირე უმრავლესობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს