სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტი ვალდებული იქნებიან მათი ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი და ადაპტირებული გახადონ

სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტი ვალდებული იქნებიან მათი ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი და ადაპტირებული გახადონ. ასეთი ვალდებულება 2027 წლიდან გაჩნდება.

ამას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

პროექტის მიხედვით, კანონით პირდაპირ განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული ორგანო და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი ვალდებული არიან მათი ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი გახადონ.

კანონპროექტი კერძო სუბიექტთა ჩამონათვალს ადგენს და ისეთ სუბიექტებზე მიუთითებს, რომელიც საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტრანსპორტის, კომუნალური, საბანკო, საფოსტო, სადაზღვევო მიმართულებით, ასევე ფარმაცევტულ და სურსათის რეალიზაციის სფეროში საქმიანობს.

კანონპროექტის მიხედვით, ასეთი ვალდებულება ასევე გავრცელდება პირზე, რომელიც ვებ-საიტისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით “მესამე პირის მიერ წარდგენილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას ახორციელებს“. ინიციატორთა განმარტებით, ასეთ პირებს ადგილობრივ ბაზარზე განეკუთვნებიან მაგალითად, ვებსაიტები - Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge, myhome.ge.

პროექტის თანახმად, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის ადაპტირების ვალდებულება არ გავრცელდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე, ასევე იმ ვებ-საიტებისა და მობილური აპლიკაციების მიმართ, რომლებიც 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გამოქვეყნდა და მათზე განთავსებული მასალა უცვლელია (დაარქივებულია) 2027 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ.

მთავრობა ტექნიკურ რეგლამენტით ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტს დაადგენს. ასევე მთავრობა განსაზღვრავს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ ვრცელდება.

პროექტის ავტორია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე