ვიქტორ ორბანი - გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა - ევროკავშირს სურს, ერთ მეომარ მხარეს ფული წაართვას და მეორეს გადასცეს, ეს ომში ჩართვას ნიშნავს

გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ომში ორი ქვეყანაა. ომში ევროკავშირი არ არის, ეს რუსეთი და უკრაინაა. ევროკავშირს სურს, რომ ერთ მეომარ მხარეს ფული წაართვას და მეორე მხარეს გადასცეს. ეს ომში ჩართვას ნიშნავს. ბელგიის პრემიერ-მინისტრი მართალია, ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, რუსული აქტივების გამოყენების საკითხი „მკვდარია“.

„მე მშვიდობისთვის ვმუშაობ. ჩვენ ნაბიჯები მშვიდობისკენ უნდა გადავდგათ და არა ომისკენ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს