ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ტრანზიტის ტარიფებზე - თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან იმპორტისა და ექსპორტისთვის

თუ საქართველოს ტარიფების პრობლემა არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები აზერბაიჯანიდან იმპორტისა და ექსპორტის ალტერნატიულ გზებს მოძებნიან. შესაბამისი განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული ბენზინის პირველი პარტია აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ საქართველოს გავლით რკინიგზით უკვე მიემგზავრება. ბენზინი კერძო კომპანიის მიერ იყო შეძენილი.

„მეც დავინახე, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებელი უკვე დაიძრა აზერბაიჯანიდან და სომხეთისკენ მიემგზავრება. მივესალმები ამ მოვლენას. ვაჭრობა კერძო კომპანიებს შორის ხორციელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულმა მშვიდობამ შექმნა პოლიტიკური პირობები ამ ვაჭრობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, შეთანხმებები არსებობს პოლიტიკურ დონეზე, რომელთა დეტალებიც ორივე ქვეყნის ბიზნეს წრეებს გადაეცემათ. თუ შესაბამისი ინტერესი იქნება, შეთანხმებები იქნება მიღწეული.

აზერბაიჯანთან ამ მხრივ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტარიფებთან გარკვეული პრობლემები არსებობს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.

„თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან იმპორტისთვისა და ექსპორტისთვის, თუ ეს შეთანხმებები მომავალშიც საინტერესო იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!