ლევან ცუცქირიძე - საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე - მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

უნდა მოვიდეს დრო, როცა ჩვენ ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით და დავხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარტია "თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, რუსთავის ციხიდან დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოშვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ვინც პოლიტიკოსები ასე გამოამწყვდია ციხეში, მათ პასუხი უნდა აგონ“.

„ვაპირებდი, რომ ზურას ციხის კარებთან დავხვედროდი, მაგრამ ადრე გამოუშვეს, რომ ვითომ ჩაეშალათ დახვედრა. არაუშავს სახლთან დავხვდებით და შევხვდებით.

საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა ჩვენ ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით და დავხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე. სწორედ ამისთვის ვიბრძვით, მეც, ზურაც და ყველა“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს