ტატა ხვედელიანი - სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაიბრუნებს ყველაფერს, რაც „ოცნებამ“ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის წაართვა

სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაიბრუნებს ყველაფერს, რაც „ოცნებამ“ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის წაართვა, - ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატის თქმით, „ქართულის ოცნების“ მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერების პერიოდში სამსახურიდან 800-ზე მეტი საჯარო მოხელე უკანონოდ გათავისუფლდა.

„დღეს საჯარო მოხელის დღეა. ქვეყნის განვითარება შეუძლებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი საჯარო სექტორის გარეშე.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც „ოცნებამ“ შეაჩერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, ამ პერიოდში კი 800-ზე მეტი საჯარო მოხელე უკანონოდ გათავისუფლდა, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გაპროტესტებისთვის.

დღესაც გრძელდება საჯარო სექტორში თავისუფალი აზრის დევნა და დაშინება. ბოლო თვეებში განხორციელდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებების შეტანა, რომელიც დაუცველს ტოვებს საჯარო მოხელეს რეჟიმის წინააღმდეგ და გვაბრუნებს 90-იანი წლების საჯარო სექტორში.

ბოლო თვეებში გაუქმდა უწყებები, რომლებიც ემსახურებოდა ქვეყნის წარმატებას და განვითარებას, მათ შორის საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო, რომელიც მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი იყო საჯარო მოხელის ინსტიტუტის განვითარების გზაზე.

სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაიბრუნებს ყველაფერს, რაც „ოცნებამ“ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის წაართვა. ყველა უკანონო ნაბიჯს გაეცემა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი“, - წერს ტატა ხვედელიანი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე