შემოსავლების სამსახურმა საბაჟო პუნქტებში ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება შეაჩერა -  გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - “სარფი“ და “ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა 50 487 კგ. ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება.

უწყების ცნობით, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა