საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებთან ონლაინ შეხვედრები გამართეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებთან ონლაინ შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამოვლენილი ტენდენციების შესახებ.

„შეხვედრებზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პროკურორებმა, გამომძიებლებმა, ადვოკატებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მედიატორებმა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სკოლის მანდატურის სამსახურების წარმომადგენლებმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები განიხილეს, ასევე, იმსჯელეს იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებსა და უწყებათშორისი კოორდინაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოები წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე არსებულ უწყებათშორისი კოორდინაციის ეფექტურ მექანიზმს, რომელიც პროკურატურის ინიციატივით შეიქმნა და 2016 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს.

საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს