მარკო რუბიო - შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული - პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

აშშ შეთანხმების თავს მოხვევას არ ცდილობს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრიფინგზე განაცხადა.

“ომები, ზოგადად, ორი გზით სრულდება: ერთი მხარის დანებებით ან მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებით. უახლოეს მომავალში რომელიმე მხარის დანებებას ვერ ვხედავთ, ასე რომ, მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას ამ ომის დასასრულებლად.

მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ ამით რაღაც მიიღოს და ორივე მხარემ დათმოს რაღაც. იმის დადგენას ვცდილობთ, რისი დათმობა შეუძლია რუსეთს და რისი მიღების მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ, და რისი დათმობა შეუძლია უკრაინას და რისი მიღების მოლოდინის შეიძლება ჰქონდეს.

საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული, შეერთებულ შტატებზე არა. ასეთი როლის შესრულებას ვცდილობთ, ამიტომ ხედავთ ამდენ შეხვედრებს. ეს შეთანხმების ვინმესთვის თავს მოხვევაზე არაა, არამედ იმის დადგენაზეა, თუ რას მოელის ორივე მხარე, რას სჭირდებათ და რისი გაცემა შეუძლიათ ამისთვის, და თუ ემთხვევა ეს ორი რამ. და, რა თქმა უნდა, ეს ბევრ დროსა და სამუშაოს საჭიროებს.

ეს ვერ გაკეთდება მედიაში ან პრესკონფერენციებზე. ვფიქრობ, რომ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. და, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული საკითხები ყოველთვის ბოლო საკითხებია”, - განაცხადა რუბიომ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა