რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ყურადღება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილეს.

„შეხვედრის ფარგლებში, ხაზი ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს გაესვა, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით. მოსწავლეებს პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს