პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

უკრაინული მედიის ცნობით, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კიევს თავდაცვის მინისტრ ნუნო მელოსთან ერთად ეწვია.

უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის დროს, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას, იულია სვირიდენკოს და პარლამენტის თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს.

„ეს ვიზიტი, უპირველეს ყოვლისა, მხარდაჭერის გამოხატულება - და არა მხოლოდ გამოცხადება - რომელიც რუსეთის უსამართლო აგრესიის დაწყების პირველივე მომენტიდან გრძელდება: პორტუგალია უკრაინასა და უკრაინელ ხალხს გვერდით დგას“, - განაცხადა მონტენეგრომ კიევში ჩასვლისთანავე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს