ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის საწინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია

ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის საწინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ლუის მონტენეგროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის ინფორმაციით, დღეს უკრაინამ და პორტუგალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საზღვაო დრონების წარმოებასთან დაკავშირებით პარტნიორობის დამყარების შესახებ.

„მას ხელი მოვაწერეთ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომელიც დღეს პირველი ვიზიტით იმყოფება უკრაინაში. ეს ამჟამად ჩვენი თავდაცვის ძალისხმევის ერთ -ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა. ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მან პორტუგალიის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) პროგრამაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას ამერიკული იარაღის შეძენის საშუალებას აძლევს.

„პორტუგალიამ ასევე მხარი დაუჭირა ერთობლივ ევროპულ გადაწყვეტილებას მომდევნო წლებისთვის უკრაინის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიის შესახებ - 90 მილიარდ ევროს უკრაინისთვის, რაც ძალიან ხელშესახებია“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!