აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი გემი დააკავა

აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი გემი დააკავა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, გემი პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერია, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა და აზიისკენ მიცურავდა.

ასევე, გამოცემა წერს, რომ ტანკერი აშშ-ის სანქციების ქვეშ არ არის.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის განცხადებით, ნავთობტანკერი სანაპირო დაცვამ თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით დააკავა.

„აშშ სანქცირებული ნავთობის უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, რომელიც რეგიონში ნარკოტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენება“, - აღნიშნა ნოემმა.

ცნობისთვის, ეს მიმდინარე თვეში ვენესუელის სანაპიროსთან ამერიკელი სამხედროების მიერ გემის დაკავების მეორე შემთხვევაა. 10 დეკემბერს აშშ-მა ნავთობტანკერი Skipper-ი დააკავა, რომელიც ირანთან კავშირის გამო სანქციების ქვეშ იმყოფება.

ამასთან, მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს