ირაკლი ჩომახაშვილი - დღეს პრინციპული არჩევანია: ერთ მხარეს დგას 16-წლიანი მმართველობა, მეორე მხარეს ცვლილებები - ეს იქნება დემოკრატიის ტესტი

დღეს პრინციპული არჩევანია - ერთ მხარეს დგას 16-წლიანი მმართველობა, მეორე მხარეს ცვლილებები - ეს იქნება ჩვენთვის დემოკრატიის ტესტი - [ცვლილებები საჭიროა] რადგან არცერთ დემოკრატიულ ინსტიტუტში არ შეიძლება 16 წელი ერთი და იგივე გუნდი მართავდეს ყველაფერს და ათასობით უკმაყოფილო ადვოკატი არსებობდეს, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათი პრიორიტეტია განგრძობადი იურიდიული განათლება, რადგან ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება, ადვოკატთა ასოციაციისგან მიიღოს ბენეფიტები.

„პირველ ტურში მე და ჩემმა კონკურენტმა თითქმის თანაბარი ხმები დავაგროვეთ, ხოლო მესამე კონკურენტმა იმდენი ხმა დააგროვა, რომ მეორე ტურის ჩასატარებლად იყო საკმარისი. მუხრან ღურწკაიამ მხარდაჭერა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა, შესაბამისად, მოლოდინები საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გარანტირებულია, პირიქით - ყველა ადვოკატი უნდა მოვიდეს, საკუთარი პოზიცია დაადასტუროს და ხმა მისცეს სამართლიანობის პროფესიონალიზმს და გამბედაობას.

გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებთ, რომ ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომიტეტის რეორგანიზება მოვახდინოთ, მივიღოთ 24-საათიანი მობილური ჯგუფი და ყველა დარღვევაზე იყოს არსებითი რეაგირება, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

ჩვენი პრიორიტეტია განგრძობადი იურიდიული განათლება - ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება, ადვოკატთა ასოციაციისგან მიიღოს ბენეფიტები და სხვა მრავალი რამ, რომელზეც პროგრამაში ვსაუბრობდით.

დღეს პრინციპული არჩევანია - ერთ მხარეს დგას 16-წლიანი მმართველობა, მეორე მცარეს ცვლილებები - შესაბამისად, ადვოკატებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელს მისცენ ხმა. ეს იქნება ჩვენთვის დემოკრატიის ტესტი.

[ცვლილებები საჭიროა] რადგან 16 წელია არ ყოფილა. არცერთ დემოკრატიულ ინსტიტუტში არ შეიხლება 16 წელი ერთი და იგივე გუნდი მართავდეს ყველაფერს და ათასობით უკმაყოფილო ადვოკატი არსებობდეს“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ