მუხრან ღურწკაია - უცილებელია, ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს, ამიტომ გამოვუცხადე ირაკლი ჩომახაშვილს სრული მხარდაჭერა

პრაქტიკულად, 20 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის არაფერი გაკეთებულა - ასოციაცია თითოეული ადვოკატის უფლებებს უნდა იცავდეს - დღეს ეს პირიქითაა, ამიტომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები აუცილებელია.

„აქტივობა დილიდანვეა. ვფიქრობ, ადვოკატები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რადგან ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები აუცილებელია. აუცილებელია, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს. სწორედ ამიტომ გამოვუცხადე ირაკლი ჩომახაშვილს სრული მხარდაჭერა.

პრაქტიკულად, 20 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის არაფერი გაკეთებულა. ამიტომ ადვოკატთა ასოციაცია უნდა დაუბრუნდეს ადვოკატებს - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასოციაცია თითოეული ადვოკატის უფლებებს უნდა იცავდეს - დღეს ეს პირიქითაა, ამიტომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.

რაც შეეხება მუხრან ღურწკაიას, ის ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში