პიტ ჰეგსეტი - მადურომ მოპარული ამერიკული აქტივები უნდა დააბრუნოს

მადურომ მოპარული ამერიკული აქტივები უნდა დააბრუნოს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა: ვენესუელაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკადა ძალაში დარჩება, ვიდრე მადუროს კრიმინალური რეჟიმი ყველა მოპარულ ამერიკულ აქტივს არ დააბრუნებს“, - წერს ჰეგსეტი X-ზე.

მისი თქმით, თავდაცვის დეპარტამენტი „კრიმინალური ქსელების განადგურების მიზნით საზღვაო ოპერაციებს გააგრძელებს“.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სანაპირო დაცვამ თავდაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. ეს მიმდინარე თვეში ვენესუელის სანაპიროსთან ამერიკელი სამხედროების მიერ ტანკერის დაკავების მეორე შემთხვევაა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს