ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის, თეონა გვაზავას განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 22:00 საათის შემდეგ გამოცხადდება

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ხმის დამთვლელთა კომისიის თავმჯდომარის, თეონა გვაზავას განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 22:00 საათის შემდეგ გამოცხადდება.

როგორც გვაზავამ აღნიშნა, 19:00-საათისთვის შეწყდება ხმის მიცემის პროცედურა, რის შემდეგაც ხმის დამთვლელი კომისიის წევრები აპარატის დათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს მიიღებენ.

გვაზავას თქმით, წინა ტურთან შედარებით აქტივობა ამ დროისთვის ოდნავ ნაკლებია, თუმცა ძირითად ამომრჩეველს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

„ამ ეტაპისთვის საარჩევნო უბანზე საშუალო აქტივობა შეინიშნება. საარჩევნო პროცესი წყნარ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპისთვის, დაახლოებით, 700 ამომრჩეველია წარმოდგენილი. წინა ტურთან შედარებით ოდნავ ნაკლებია აქტიურობა ფიქსირდება, თუმცა ძირითად ამომრჩეველს დღის მეორე ნახევარში ველოდებით.

19:00-საათისთვის შეწყდება ხმის მიცემის პროცედურა, შესაბამისად სამანდატო კომისიის, ხმის დამთვლელი

კომისიის წევრები მივიღებთ აპარატის დათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს. საწყის ეტაპზე აღნიშნული შედეგები გამოცხადდება, რის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხების გავლას შევუდგებით და თითოეული ხმა ხელით გადაითვლება. საბოლოო შედეგები დაახლოებით, 22:00 საათის შემდეგ იქნება ცნობილი“, - აღნიშნა თეონა გვაზავამ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე