კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების მიღწევის მცდელობები განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორმა ლიდერმა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვით დაიწყო“, - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.

მათივე ინფორმაციით, კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ისაუბრეს ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მუშაობაზე, რომლებმაც უკრაინის მხარდაჭერა აღუთქვეს.

„პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად და საომარი მოქმედებების სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების უზრუნველსაყოფად „მსურველთა კოალიციის“ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ“, - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო