„ქართული ოცნება“ - „ადმინისტრაციული გამჭვირვალობით“ საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

„ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა“ (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

„ქართული ოცნების“ ცნობით, ანგარიშის მიხედვით, „ადმინისტრაციული გამჭვირვალობით“ საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

„კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად, გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ადმინისტრაციული გამჭვირვალობის საკითხი (გვ 48-49). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. დოკუმენტის ფარგლებში ვიზალიზირებულია ევროპის ქვეყნების რეიტინგი. საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების კონტექსტში წარმოდგენილი „ადმინისტრაციული გამჭვირვალობის“ შეფასების 10 ბალიანი სისტემით, საქართველომ 10 ქულა დაიმსახურა და ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს: საფრანგეთს, ესტონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, სლოვენიას და უსწრებს ევროკავშირის წევრ ყველა დანარჩენ ქვეყანას. „ადმინისტრაციული გამჭვირვალობით“ ევროპაში თანაბარი შეფასებით ბოლო პოზიციაზე მოხვდა: უკრაინა, გერმანია და ირლანდია. „ადმინისტრაციული გამჭვირვალობის“ ინდიკატორი ძირითადად, ეხება საჯარო მეთვალყურეობის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ორგანიზაციების საკუთრების მონაცემების, მათი საჯარო კონტრაქტების და მათთან დაკავშირებული აუდიტირებული დასკვნების გამოქვეყნების საკითხი. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცუდი მუშაობის ახსნა ის არის, რომ გამჭვირვალობაში ინვესტიციები არ ჩადეს. მათ უძრავ ქონებასა და ბიზნესში სერიოზულად შეაღწიეს ოლიგარქებმა და ფულის გამთეთრებლებმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან (როგორც, მაგალითად, Wirecard-ის კოლაფსმა აჩვენა გერმანიაში, რომელმაც გამოავლინა გერმანელი მარეგულირებლების კორუფცია, ასევე რუსულ დაზვერვასთან კავშირი), ამიტომ, ექსპერტთა შეფასებით, საკუთრებასთან დაკავშირებული ჩანაწერების ღიად გამოქვეყნება ამ ქვეყნებისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. მკვლევართათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბანკების საკუთრების გამჭვირვალობის ნაკლებობა, რამაც უკვე გამოიწვია ფულის გათეთრების სანახაობრივი ოპერაციები მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ დასავლეთ ევროპის ბანკები (გვ48)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს