შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს - ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება

საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.

„საქართველოს სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი - ის ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუნდამენტია. სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხალხის ნებას ეფუძნება. საქართველო მზად არის ამ პრინციპების საფუძველზე გააღრმაოს ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან.

ამ რთულ და გადამწყვეტ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ელჩებს, მათ, ვინც სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს და ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზზე დგას.

პატივცემულო ელჩებო, მადლობას გიხდით თქვენი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ წარმატებას საქართველოს სამსახურში,” - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ დიპლომატებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს