ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლება ლუკაშენკოს გზას მიჰყვება - საბჭოთა კავშირის დროსაც იყო დასავლეთთან დისიდენტებზე ვაჭრობა და დღესაც შეიძლება ივაჭრო

ხელისუფლება ლუკაშენკოს გზას მიჰყვება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და დასძინა, რომ მმართველი პარტია შეეცდება პატიმრების საკითხით „დასავლეთთან ვაჭრობას“.

ამავე დროს, ძაბირაძის თქმით, ახალგაზრდების ბრძოლა, თუნდაც ციხიდან იძლევა იმედს, რომ ქვეყანაში „დასავლური ფრთა გაიმარჯვებს“.

„ქართული ხელისუფლება ლუკაშენკოს გზას მიჰყვება. საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტებზეც იყო ვაჭრობა დასავლეთთან, დღესაც შეიძლება ივაჭრო დასავლეთთან, რომ მეტ-ნაკლებად დაამშვიდო საზოგადოება. „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყნის შიგნიდან ხიფათი არ არის.

ამ ადამიანებისთვის [პატიმრებისთვის] ციხის კარის გახსნა, თუ არ გაანულებს, რუსთაველის გამზირზე პროტესტს ძალიან დაარტყამს, შეამცირებს, რადგან იქ ძირითადად ვინც არის, ვინც მთელი წელია აგრძელებს პროტესტს, პატიმრების მშობლები, მეგობრები და ნათესავები არიან. რაც ზოგადად იმედს იძლევა, რომ ქვეყანაში მაინც დასავლური ფრთა გაიმარჯვებს, ახალგაზრდობაა, ვისაც სინდისის პატიმრებს ვეძახით. სულ რაღაც ხუთი წლის წინ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ საპროტესტო მოძრაობაში იყო ჩემი ხნის ხალხი, ან ჩემზე ცოტა უფრო ახალგაზრდა - ახალგაზრდების დეფიციტი იყო. დღეს ახალგაზრდა ბიჭები იბრძვიან. გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა არავის უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იბრძვიან და ძალიან ამაყებიც არიან. ეს ხალხი ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა რაღაც მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გადააგოროს სიტუაცია. ესეც დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა