ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

სირიის სამთავრობო ძალები და ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალები“ (SDF) ქალაქ ალეპოში შეტაკებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები SDF-ის მიერ ალეპოს საცხოვრებელი უბნების საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ.

როგორც Reuters-ი წერს, შეტაკებები სირიაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის ვიზიტიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

ფიდანის თქმით, SDF-ს არ აქვს იმის განზრახვა, რომ სირიის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის ვალდებულება შეასრულოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს