გრიგოლ ლილუაშვილი კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ბრალის წაყენებას - ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ

როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი, ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფება.

„როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი. ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, პირველად აძლევს თუ არა ის ჩვენებას, მან დადებითი პასუხი გასცა. „არ ვიცი რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია... პირველად ვარ, ხომ გაიგებდით, როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:

„ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა ასევე, უპასუხა შეკითხვას, რას შეიძლება უკავშირდებოდეს 11:00 საათზე, პროკურატურაში ჩანიშნული გენერალური პროკურორის ბრიფინგი, რაზეც მან უპასუხა: „მშვენიერი, ვერ გეტყვით, თვითონ იციან“.

რაც შეეხება ჟურნალისტის მორიგ შეკითხვას, შეიძლება თუ არა ბრიფინგის თემა თავად ლილუაშვილს უკავშირდებოდეს, სუს-ის ყოფილმა უფროსმა აღნიშნა: „ვინც დაგირეკათ იმას კითხეთ, არ ვიცი“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს