Reuters - ალეპოში შეტაკებების შემდეგ სირიის მთავრობა და „სირიის დემოკრატიული ძალები“ ვითარების დეესკალაციის შესახებ შეთანხმდნენ

ალეპოში შეტაკებების შემდეგ სირიის მთავრობა და „სირიის დემოკრატიული ძალები“ ვითარების დეესკალაციის შესახებ შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმიის გენერლებმა ქურთების მეთაურობით მოქმედ „სირიის დემოკრატიული ძალებზე“ (SDF) იერიშების შეწყვეტის ბრძანება გასცეს.

ამასთან, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმებს აღარ უპასუხებენ.

შეგახსენებთ, ქალაქ ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებები გუშინ დაიწყო. მხარეები შეტაკებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს