შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი „აჩვენებს გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ გუნდის შიგნით რაიმე მანკიერი გამოვლინება არ იყოს“.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ როდესაც ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს, ამას გულისხმობს კიდეც.

„სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს. ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც.

თავად ის ფაქტი რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდევ და პირიქით, ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდის შიგნით არ იყოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია