შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ჯაფარიძე არის ყველაზე არასერიოზული ფიგურა რადიკალებს შორის - ციხეში შესვლისას და გამოსვლისას „დრამაქვინობა“ მოაწყო

ზურაბ ჯაფარიძე არის ყველაზე არასერიოზული ფიგურა, რადიკალებს შორის - არ გვეგონა თუ მას ასეთი სუსტი ნერვები ექნებოდა და ასეთი ფაქიზი არსება თუ იყო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის 30 000-ათასლარიან გირაოს შეფარდებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გირაოსთან დაკავშირებით ისეთი პროპაგანდა გავრცელდა, რომ შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძემ გირაო გადაიხადოს.

„ზურაბ ჯაფარიძე არის ყველაზე არასერიოზული ფიგურა, რადიკალებს შორის. ეს მაშინ გამოჩნდება გირაოს გადაიხდის თუ არა. ციხეში შესვლისას „დრამაქვინობა“ მოაწყო და შემდეგი, კი „დრამაქვინობა“ ციხიდან გამოსვლისას მოაწყო.

არ ვიცი, არ გვეგონა თუ მას ასეთი სუსტი ნერვები ექნებოდა და ასეთი ფაქიზი არსება თუ იყო. ისეთი პროპაგანდა მოაწყვეს მის გარშემო და პიარი მოიწყო, რომ აპირებს გირაოს გადახდა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ გირაო რომ არ გადაიხადა, მაგიტომ მოხდა თავის დროზე მისი დაკავება. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საქმე არასერიოზულ კაცთან გვაქვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ გაჟღერებული ერთიანი ფრონტის შექმნის ინიციატივაც შეაფასა. მისი თქმით, „თუ ამ დონის კლოუნი გააერთიანებს ოპოზიციას“, ეს მათთვის პრობლემა იქნება.

„ზოგადად ოპოზიცია, რადიკალური ხალხით არის დაკომპლექტებული, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ ამ დონის კლოუნმა თუ უნდა გააერთიანოს ოპოზიცია, ესეც კიდევ პრობლემაა.

მისი შეფასება, რომ გუშინდელი პროცესი, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, რამდენი უნდა იტიროს ამ ადამიანმა? რაც შეეხება იმ საქმეს, რომელთან დაკავშირებითაც გუშინ აღკვეთის ღონისძიებაზე იყო მსჯელობა, რაიმე სიახლე იყო მისთვის? ეს ბრალდებები რამდენიმე კვირის წინ იყო წაყენებული და მათ შორის, სხვა პირების მიმართ, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სასჯელს იხდიან, პროკურატურას მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ მიუმართავს. როგორც კი მან სასჯელი მოიხადა, პროკურატურამ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიციის „დრამაქვინის“ სტატუსის მფლობელი ადამიანი მხოლოდ დაადასტურებს ამ სტატუსს. „დრამაქვინის“ მთავარი თვისებაა, რომ მას ვერ გააჩუმებ, საუბარი და წუწუნი უყვართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს