ლევან მახაშვილი - კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო შემწყნარებელი ვერ იქნება - კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება მასშტაბურ კორუფციულ გარიგებას

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო შემწყნარებელი ვერ იქნება - კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სუს-ის ყოფილი უფროსის. გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საქმე კორუფციასთან ბრძოლას ეხება.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საქმე კორუფციასთან ბრძოლას ეხება. ამ მიმართულებით სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ეს იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება, თუ პრაქტიკაში ამ მიმართულებით აღსრულება. პრემიერის განცხადებებიც გახსოვთ, ასევე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროს მისი განცხადება. ამ პროცესების ცხოვრებაში რეალურად გატარება ხდება. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო შემწყნარებელი ვერ იქნება. კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება განსაკუთრებით, ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ სხვა შესაბამისი უწყება თავის საქმეს ახორციელებენ,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი